ნინო მორბედაძე



  • 1. მე ვარ..
       -ნინო მორბედაძე
    2. ხელოვნება ჩემთვის არის...
      -"ხელო-ვნება"
    3. ჩემი შემოქმედება არის...
      -ქმედება ქაღალდზე ფანქრით და ფერებით.
    4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... ბ) მინდოდა მეთქვა...
      -ბოლო ნამუშევრები გამოიფინა "გალა გალერეაში" 2011 წელს...და მინდოდა მეთქვა რასაც სიტყვებით ვერ ვიტყოდი.
    5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
      -რამდენიმე ნამდვილი და ძალიან კარგი მხატვარი ცხოვრობს ქ. თბილისში,      რომლებიც ერთმანეთთან რეზონანსში არიან გაუცნობიერებლად.





























    http://www.facebook.com/pages/Nino-Morbedadze/261344593878652

თამარ სულაქველიძე


1.     მე ვარ... თამარ სულაქველიძე, მხატვარი, დიზაინერი.
2.      ხელოვნება ჩემთვის არის...ბედნიერების ერთ-ერთი გზა
3.  ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... 
კოლექცია "საკურა"
4.      ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?მიშა სვანიძე, ქართველი ძალიან სინტერესო ხელოვანი.











http://www.facebook.com/tamarsulakvelidze

ლევან ამაშუკელი





1. მე ვარ..ლევან ამაშუკელი, მხატვარი, კოლორისტი.
2. ხელოვნება ჩემთვის არის...“Art is the only serious thing in the world. And the artist is the only person who is never serious.”
― Oscar Wilde
3. ჩემი შემოქმედება არის...Zmudart_ი (ბობ ზმუდას პატივისცემით ფერები, ფაზლები, პორტრეტები.
4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...  Bebo.  ბ) მინდოდა მეთქვა..  სკლეროზის მეშინია.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
   ყველა კარგია ვინც ხატავს, მუსიკას აკეთებს, წერს თუ მღერის სიყალბის გარეშე.











გიორგი მახარაშვილი




1. მე ვარ..  გიორგი მახარაშვილი -  მხატვარი შემოქმედი, მიყვარს ახალი აზრი, ახალი ხედვა, ყოველივე მნიშვნელოვანის ძიება იქნება ეს  სიტყვაში თუ მოქმედებაში.
2. ხელოვნება ჩემთვის არის:  სამყაროს გამძაფრებულად   აღქმა , ცხოვრების წესი,  აზრის  ერთ ვიზუალურობაში თავმოყრა.
3. ჩემი შემოქმედება არის: მისტიური შინაარსის, მრავალფეროვანი შესრულებისა და   მასალების ძიების მხრივ. შემოქმედებაში ძირითადად ავსახავ : ადამიანს როგორც სახებას,  ფანტომს, რომელშიც  მუდმივად ვითარდება   მისტიური და სულიერი დინამიკა და ყოველი პროცესი, რომელიც ადამიანის თვალს მიღმა მიმდინარეობს.
4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...ბ) მინდოდა მეთქვა... ჩემი ბოლო გამოფენა იყო პერსონალური, გაიმართა 2012 წელს თბილისის თოჯინების მუზეუმში. რადგან ნამუშევრები იყო ერთი შინაარსის მქონე და აგებული ერთ კონცეფციაზე ვიტყვი, რომ ამ ‘’ნამუშევრებით’’  მინდოდა ამესახა ადამიანის შინაგანი პიროვნული ფენების უსწორმასწორობა მძლავრი გადაწყვეტილების მიღების მომენტში და ადამიანის გარდასახვასა და  გარდაქმნის უნარი.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ? რთულია ამ კითხვაზე  პასუხის გაცემა, რადგან ბევრი საინტერესო და ინდივიდუალური ხედვის მქონე მხატვარი გვყავს ... ვფიქრობ ვახო ბუღაძე ერთ-ერთი მათგანია,  მომწონს მისი შემოქმედება , ნამუშევრების ფერთა გამმა , ვფიქრობ მან შეძლო შემოქმედების იმპულსების მისეულად ასახვა...



დავით დეფი გოგიბედაშვილი



დავით დეფი ( David Dephy დავით დეფი გოგიბედაშვილი, დ. 21 ივნისი, 1968, თბილისი, საქართველო) - ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის „სამკაულის“ დამაარსებელი. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორიგინალური წარმომადგენელი. 2012 წლის ევროპის საუკეთესო ნაწარმოების “დასასრულამდე” ავტორი.
დავით დეფი დაიბადა ქალაქ თბილისში 1968 წლის 21 ივნისს. დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია.



...  

1. მე ვარ.. დეფი

2. ხელოვნება ჩემთვის არის... სუპერნოვა.

3. ჩემი შემოქმედება არის... სუპერნოვა.

4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... საქართველოში? საქართველოში ესაა, რომანი 'სამყაროს ყველა საიდუმლო'. პოეზიის წიგნი 'აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ' და პოეზიის ახალი აუდიო, ორენოვანი პროექტი ჯგუფ სანდასთან ერთად. ატვირთულია საუნდქლაუდზე.  https://soundcloud.com/david-dephy

ბ) მინდოდა მეთქვა... რაც მინდოდა მეთქვა ის ვთქვი იმითი რაც გავაკეთე.

5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე... ჯგუფი სანდათი.

6. რატომ? ... უნიჭიერესი და საოცარი ჯგუფია.


მე გიშვებ წადი მშვიდობით

ჩემგან თავისუფალი ხარ.
წადი სადაც გინდა.
რაც გინდა ქენი.
მე გიშვებ. წადი მშვიდობით.
გფარავდეს სამყაროს ყველა საიდუმლო
და ყველა კარი გაგეხსნას. წადი.
წელიწადნი და თვეები, დღენი,
მე ნიშნებს მაძლევენ, გადიან წყალნიც.
ცვლიან მიწებს და სიმშვიდე იწყებს,
შენს შთაგონებას, წადი, მე გიშვებ,
გიშვებ სიკეთით და სიყვარულით,
მიყვარხარ, იცი, თავთან გართული
მესაჩუქრები მე ალბათ ცისგან
თუ მიჩუქნია თავისუფლებაც,
უფლება შენთვის დარჩე ის ვინც ხარ,
ღამეც დილისგან განიკურნება,
გადანათდება სხვადასხვა გზებად,
ეს ბოლო წამიც ახლა მიწამებს,
სიზმრიდან გავდივარ თითქოს და ქრება
გამოღვიძების მთელი სიმწარეც.
დეფი 9 დეკემბერი 2011 ... 






12
იასამნისფერ ანგელოზს
ჩემი სრულყოფის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “ უსიყვარულოდ,
სამართლიანობა სისასტიკეა დეფ.”
ლურჯ ანგელოზს
ჩემი თავისუფლების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
გონება ეშმაკობაა დეფ.”
ცისფერ ანგელოზს
ჩემი სიზმრების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ძალაუფლება ძალადობაა დეფ.”
მწვანე ანგელოზს
ჩემი სიმშვიდის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ღირსება ამპარტავნობაა დეფ.”
ყვითელ ანგელოზს
ჩემი რწმენის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმდიდრე ანგარებაა დეფ.”
ნარინჯისფერ ანგელოზს
ჩემი ბავშვობის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
აღზრდა თვალთმაქცობაა დეფ.”
წითელ ანგელოზს
ჩემი სიცოცხლის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
რწმენა ილუზიაა დეფ.”
თეთრ ანგელოზს
ჩემი მეტყველების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმართლე განქიქებაა დეფ.”
რუხ ანგელოზს
ჩემი სიკვდილის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ქება სიყალბეა დეფ.”
შავ ანგელოზს
ჩემი საიდუმლოს ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
შენ არ გაჩნდებოდი დეფ.”
უფერო ანგელოზს
ჩემი სულის ნიშანი დააქვს.
ის გამჭვირვალეა და მან მითხრა:
“სიყვარულია ერთადერთი,
ვინც გარდაგსახავს,
ფერისცვალებას განგაცდევინებს,
დღეს
და შენ ეს იცი ჩვენზე კარგად
და შენ აქამდე მოხვედი.
დრომ სათვალავი დაკარგა.
ჩვენ ვართ შენს ირგვლივ თორმეტნი.”
დეფი 16 მაისი 2012
 ...
შენთან გაღვიძება დაბადებაა.
შენთან დაძინება მოგზაურობა.
ერთმანეთს მივყვებით ერთმანეთისკენ.
ერთმანეთიდან ვბრუნდებით უკან.


დეფი 31 დეკემბერი 2012