უტა ბექაია.



უტა ბექაია, 38 წლის, დაიბადა ქალაქ თბილისში 1974 წლის 20 მაის. დაამთავრა 155 სკოლა, სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში კინო საპროდუსეროზე და მცირე აკადემიაში ინდუსტრიულ დიზაინზე. 1998 წელს უტა გაემგზავრა ნიუ იორკში და დღემდე იქ ცხოვრობს. უტას 200-ამდ სპექტაკლი და კინო პროექტი აქვს გაფორმებული. 2008 წლიდან უტამ დაიწყო მუშაობა დამოკიდებელ პროექტებზე და ამჟამად მუშაობს როგორც მულტიმედია არტისტი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე და სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ იორკში, ტორონტოში, ბუენოს აირესში, მაიამსა და თბილისში. მომავალი გეგმები მოიცავენ ბერლინსა და პარიზს.
  1. მე ვარ.. უტა ბექაია
  2. ხელოვნება ჩემთვის არის... შვილები
  3. ჩემი შემოქმედება არის... ჩემში გამავალი ენერგიის წყარო 
  4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... “ ზეწრებში გახვეული”  პერფორმანსი ლევან მინდიაშვილთან ერთათ, ბ) მინდოდა მეთქვა... მინდოდა  შემექმნა ინტიმი, რომელიც მხოლოდ ბებიას შეუძლია შექმნას, როცა ქსოვს და თან მშვიდათ მღერის ზამთრის საღამოს, და შენ თავს გრძნობ აბსოლუტურ კომფორტში და ყველაფრისგან დაცული.          
  5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?ლევან მინდიაშვილი, იმის გამო რომ მისი ნამუშევრები თითქოს ერთი ხელის გასმით არის შექმნილი, და არ არის ეგოცენტრული ( რასაც ჩემს თავზე ვერ ვიტყვი) 











ანდრია დოლიძე



1. მე ვარ...
    ანდრია დოლიძე
2. ჩემთვის ხელოვნება არის...
    მუდმივი ძიება, რომელიც ყოველთვის ბადებს კითხვებს.
3.   ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... 
      ბოლო წარდგენა იყო ნამუშევრით "დიალოგი". თბილისში გალერეა  "აკადემია+"
     ბ) მინდოდა მეთქვა... ის რომ ცხოვრება მუდმივი დიალოგია, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან და რომ ჩვენ ეს გვიჭირს
 4. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
         ცუდია მეოთხე კითხვაზე ერთი მხატვარი რომ უნდა გამოვყო :))) ანდრო ვეკუა. შეძლო საკუთარი შემოქმედებითი იმპულსების ასახვა და რეალიზება.




სოფო მაღალაშვილი.


•           მე ვარ..
              სოფო მაღალაშვილი.      
•           ხელოვნება ჩემთვის არის...
                    ყველაფერი.
•           ჩემი შემოქმედება არის...
                   ხატვა.
•           ) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას  იყო….
2012- ბუდაპეშტში ( LauraMeniu bar)  paintings.
2012-  მოსკოვში L&S Gallery
 ) მინდოდა მეთქვა...
    არც არაფერი. რასაც  ხედავენ იმას ხედავენ და იგებენ ან იღებენ  ჩემი ნახატებიდან .
. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
 ყველა ადამიანი  მომხიბვლელია თავისებურად.
ტილო, ზეთი 160X100

ტილო, ზეთი 150X100

თამუნა წახნაკია



1.მე ვარ..წახნაკია თამუნა (Tamoonz)
2. ხელოვნება ჩემთვის არის...ყველაფერი 
3.ჩემი შემოქმედება არის...ადამიანებზე 
4.ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...
გამოფენა ჯერ არ მქონია. 2012 წლის ზაფხულში ვიყავი ბელგიაში მონაწილეობა მივიღე არტ ფესტივალში და კედლები მოვხატე ძალიან კარგ მხატვრებთან ერთად.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
 Mikibo,Anuka beluga, Anuka, Kvachi ketsune,Teo ,Lanoushka, Ruslan Beridze, Gamez , Datto machavariani თანამედროვე, ახალი არტისტები რომლებსაც გამოვარჩევდი იმიტომ რომ განსაკუთრებულად ნიჭიერები არიან .




მაკა ბატიაშვილი


      1.    მე ვარ..მაკა ბატიაშვილი
2.    ხელოვნება ჩემთვის არის...უნივერსალური ენა
3.    ჩემი შემოქმედება არის... პირადი სიამოვნება
4.    ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...  იყო ჩეხეთში, პერსონალური, სათაურით „ბალანსი“
ბ) მინდოდა მეთქვა...ბალანსი აქტიურად არსებობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში , მაგრამ ჩვენ ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ
     5.   ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
       ანდრია დოლიძე, მიუხედავად მისი ასაკისა ის პროფესიონალია თავის შემოქმედებაში. ის საინტერესოდ მუშაობს , როგორც ფერწერაში, ასევე სხვა მედიებში