ლევან ამაშუკელი





1. მე ვარ..ლევან ამაშუკელი, მხატვარი, კოლორისტი.
2. ხელოვნება ჩემთვის არის...“Art is the only serious thing in the world. And the artist is the only person who is never serious.”
― Oscar Wilde
3. ჩემი შემოქმედება არის...Zmudart_ი (ბობ ზმუდას პატივისცემით ფერები, ფაზლები, პორტრეტები.
4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...  Bebo.  ბ) მინდოდა მეთქვა..  სკლეროზის მეშინია.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
   ყველა კარგია ვინც ხატავს, მუსიკას აკეთებს, წერს თუ მღერის სიყალბის გარეშე.











გიორგი მახარაშვილი




1. მე ვარ..  გიორგი მახარაშვილი -  მხატვარი შემოქმედი, მიყვარს ახალი აზრი, ახალი ხედვა, ყოველივე მნიშვნელოვანის ძიება იქნება ეს  სიტყვაში თუ მოქმედებაში.
2. ხელოვნება ჩემთვის არის:  სამყაროს გამძაფრებულად   აღქმა , ცხოვრების წესი,  აზრის  ერთ ვიზუალურობაში თავმოყრა.
3. ჩემი შემოქმედება არის: მისტიური შინაარსის, მრავალფეროვანი შესრულებისა და   მასალების ძიების მხრივ. შემოქმედებაში ძირითადად ავსახავ : ადამიანს როგორც სახებას,  ფანტომს, რომელშიც  მუდმივად ვითარდება   მისტიური და სულიერი დინამიკა და ყოველი პროცესი, რომელიც ადამიანის თვალს მიღმა მიმდინარეობს.
4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...ბ) მინდოდა მეთქვა... ჩემი ბოლო გამოფენა იყო პერსონალური, გაიმართა 2012 წელს თბილისის თოჯინების მუზეუმში. რადგან ნამუშევრები იყო ერთი შინაარსის მქონე და აგებული ერთ კონცეფციაზე ვიტყვი, რომ ამ ‘’ნამუშევრებით’’  მინდოდა ამესახა ადამიანის შინაგანი პიროვნული ფენების უსწორმასწორობა მძლავრი გადაწყვეტილების მიღების მომენტში და ადამიანის გარდასახვასა და  გარდაქმნის უნარი.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ? რთულია ამ კითხვაზე  პასუხის გაცემა, რადგან ბევრი საინტერესო და ინდივიდუალური ხედვის მქონე მხატვარი გვყავს ... ვფიქრობ ვახო ბუღაძე ერთ-ერთი მათგანია,  მომწონს მისი შემოქმედება , ნამუშევრების ფერთა გამმა , ვფიქრობ მან შეძლო შემოქმედების იმპულსების მისეულად ასახვა...



დავით დეფი გოგიბედაშვილი



დავით დეფი ( David Dephy დავით დეფი გოგიბედაშვილი, დ. 21 ივნისი, 1968, თბილისი, საქართველო) - ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის „სამკაულის“ დამაარსებელი. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორიგინალური წარმომადგენელი. 2012 წლის ევროპის საუკეთესო ნაწარმოების “დასასრულამდე” ავტორი.
დავით დეფი დაიბადა ქალაქ თბილისში 1968 წლის 21 ივნისს. დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია.



...  

1. მე ვარ.. დეფი

2. ხელოვნება ჩემთვის არის... სუპერნოვა.

3. ჩემი შემოქმედება არის... სუპერნოვა.

4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... საქართველოში? საქართველოში ესაა, რომანი 'სამყაროს ყველა საიდუმლო'. პოეზიის წიგნი 'აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ' და პოეზიის ახალი აუდიო, ორენოვანი პროექტი ჯგუფ სანდასთან ერთად. ატვირთულია საუნდქლაუდზე.  https://soundcloud.com/david-dephy

ბ) მინდოდა მეთქვა... რაც მინდოდა მეთქვა ის ვთქვი იმითი რაც გავაკეთე.

5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე... ჯგუფი სანდათი.

6. რატომ? ... უნიჭიერესი და საოცარი ჯგუფია.


მე გიშვებ წადი მშვიდობით

ჩემგან თავისუფალი ხარ.
წადი სადაც გინდა.
რაც გინდა ქენი.
მე გიშვებ. წადი მშვიდობით.
გფარავდეს სამყაროს ყველა საიდუმლო
და ყველა კარი გაგეხსნას. წადი.
წელიწადნი და თვეები, დღენი,
მე ნიშნებს მაძლევენ, გადიან წყალნიც.
ცვლიან მიწებს და სიმშვიდე იწყებს,
შენს შთაგონებას, წადი, მე გიშვებ,
გიშვებ სიკეთით და სიყვარულით,
მიყვარხარ, იცი, თავთან გართული
მესაჩუქრები მე ალბათ ცისგან
თუ მიჩუქნია თავისუფლებაც,
უფლება შენთვის დარჩე ის ვინც ხარ,
ღამეც დილისგან განიკურნება,
გადანათდება სხვადასხვა გზებად,
ეს ბოლო წამიც ახლა მიწამებს,
სიზმრიდან გავდივარ თითქოს და ქრება
გამოღვიძების მთელი სიმწარეც.
დეფი 9 დეკემბერი 2011 ... 






12
იასამნისფერ ანგელოზს
ჩემი სრულყოფის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “ უსიყვარულოდ,
სამართლიანობა სისასტიკეა დეფ.”
ლურჯ ანგელოზს
ჩემი თავისუფლების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
გონება ეშმაკობაა დეფ.”
ცისფერ ანგელოზს
ჩემი სიზმრების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ძალაუფლება ძალადობაა დეფ.”
მწვანე ანგელოზს
ჩემი სიმშვიდის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ღირსება ამპარტავნობაა დეფ.”
ყვითელ ანგელოზს
ჩემი რწმენის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმდიდრე ანგარებაა დეფ.”
ნარინჯისფერ ანგელოზს
ჩემი ბავშვობის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
აღზრდა თვალთმაქცობაა დეფ.”
წითელ ანგელოზს
ჩემი სიცოცხლის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
რწმენა ილუზიაა დეფ.”
თეთრ ანგელოზს
ჩემი მეტყველების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმართლე განქიქებაა დეფ.”
რუხ ანგელოზს
ჩემი სიკვდილის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ქება სიყალბეა დეფ.”
შავ ანგელოზს
ჩემი საიდუმლოს ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
შენ არ გაჩნდებოდი დეფ.”
უფერო ანგელოზს
ჩემი სულის ნიშანი დააქვს.
ის გამჭვირვალეა და მან მითხრა:
“სიყვარულია ერთადერთი,
ვინც გარდაგსახავს,
ფერისცვალებას განგაცდევინებს,
დღეს
და შენ ეს იცი ჩვენზე კარგად
და შენ აქამდე მოხვედი.
დრომ სათვალავი დაკარგა.
ჩვენ ვართ შენს ირგვლივ თორმეტნი.”
დეფი 16 მაისი 2012
 ...
შენთან გაღვიძება დაბადებაა.
შენთან დაძინება მოგზაურობა.
ერთმანეთს მივყვებით ერთმანეთისკენ.
ერთმანეთიდან ვბრუნდებით უკან.


დეფი 31 დეკემბერი 2012

დავით კუხალაშვილი



1.მე ვარ... დავით კუხალაშვილი მხატვარი.
2.ხელოვნება ჩემთვის არის... თვით გამოხატვის საშალება.
3. ჩემი შემოქმედება არის... პროტესტი სოციალურ უთანასწორობაზე და კორპორატიულ ბოროტებებზე.
4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... ბ) მინდოდა მეთქვა...  
      ბოლო გამოფენა რომელშიც მივიღე მონაწილეობა იყო "ახალგაზრდა სულები" CCA -თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი 2012. გამოვფინე ნამუშევარი „ ვარდისფერი ბილბორდი“ ვარდისფერი ბილბორდები, ოცნებებია ნივთებზე, რომლებსაც კორპორაციები გვტენიან და გვარწმუნებენ რომ, ამ ნივთების გარეშე არარაობა ვართ და საოგადოება სერიოზულად არ აღგვიქვამს თუ ეს აქსექსუარები არ გვენება .
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
 გიორგი ხანიაშვილ ძალიან საინტერესო თემებზე მუშაობს ჩემი აზრით. სესი, რელიგია და ჭამა მისი მთავარი თემებია. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს დაბალი სოციალური ფენის ცხოვრება.







მიხეილ კასრაძე




1. მე ვარ.. მიხეილ კასრაძე მხატვარი, შემოქმედი, ხელოვანი. ამით ყველაფერია ნათქვამი ჩემს შესახე
2. ხელოვნება ჩემთვის არის... პროფესია, ცხოვრების არსი 

3. ჩემი შემოქმედება არის... მრავალფეროვანი,  ძირითადი სტილია სიურრეალიზმი

4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... ბ) მინდოდა მეთქვა... ბოლო პერსონალური გამოფენა 2007 წელს მქონდა არტგენის ფესტივალზე მინდოდა გადმომეცა  სამყარო ცოტა განსხვავებული თვალით საზოგადოებისთვის.

5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ? 

მერაბ აბრამიშვილი ნახატები მომეწონა ამ ბოლო დროს და ვაღირებ საუკეთესო თანამედროვე მხატვარად!

პაპუნა ჭუმბურიძე




1. მე ვარ.. პაპუნა ჭუმბურიძე.
2. ჩემი შემოქმედება არის...უვკე დაახლოებით 10 წელია რაც ელექტრონულ მუსიკას ვწერ და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველდღე ვცდილობ რაღაც ახალი მოვიკვლიო. თბილისი new comer 2012 წლის მონაწილე ვა სადაც ნახევარ ფინალამდე მივედი.
3. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... ბ) მინდოდა მეთქვა...ამჟამად ჩემი 1-1 კომპოზიცია ლიტერატურულ ფესიტვალ "გარა" ში არის წარდგენილი, როგორც ვეფხის ტყაოსნის ილუსტრაციების გაფორმება სლაიდ შოუსთვის დავწერე 1 კომპოზიცია.ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ელექტრონული მუსიკა სხვა კუთხითაც დავანახოთ ხალხს ვიდე ტექნო და კლუბური მუსიკაა და პოპულარიზაცია გავუკეთოთ სხვა ჟანრებს როგორშიც ჟან მიშელ ჟარე მოღვარეობდა.
4. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
ქართველი ხელოვანებიდან... გურა დოჩანაშვილი მოწმონს. შედარებით ახლებიდან თსუ არტი მომეწონა არ ერიდებიან ექსპერიმენტებს და საკმაოდ კარგადაც გამოსდით ჩემი აზრით.


ლევან მინდიაშვილი


      1. მე ვარ.. ლევან მინდიაშვილი - მულტიმედია არტისტი და ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი, აუცილებლად მუდმივად მჭირდება ექსპერიმენტები და ახალი გამოცდილებები
      2. ხელოვნება ჩემთვის არის... დიალოგი - მნახველსა და ჩემს შორის
     3. ჩემი შემოქმედება არის... მოგზაურობა ადამიანის ქვეცნობიერში - მის ყველაზე ინტიმურ, მიმალულ შრეებში და მისი იდენტობის ანალიზი.
     4. ) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... ) მინდოდა მეთქვა... პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში 5 წლიანი პაუზის შემდეგ “ზეწრებში გახვეული” და ამ გამოფენის იდეა იყო იმ გამოცდილებებისა და სერიების ჩვენება რომელზეც ბუენოს აირესსა და ნიუ იორკში ცხოვრებისა და მუშაობის დროს შევიძინე. უტა ბექაიასთან ერთად შექმნილი პერფორმანსითა და ინსტალაციით (რომელსაც მაგდა გველესიანი ასრულებდა) სახლში დაბრუნების მეტაფორა მინდოდა შემექმნა.
      5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
დავით კუხალაშვილი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ხელოვანიაჩემთვის საინტერესო ვიზუალური ხერხებით და საშუალებებით ქმნის ნამუშევრებს რომლებშიც სოციალურ/პოლიტიკურ პრობლემებს აშიშვლებს.


  




უტა ბექაია.



უტა ბექაია, 38 წლის, დაიბადა ქალაქ თბილისში 1974 წლის 20 მაის. დაამთავრა 155 სკოლა, სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში კინო საპროდუსეროზე და მცირე აკადემიაში ინდუსტრიულ დიზაინზე. 1998 წელს უტა გაემგზავრა ნიუ იორკში და დღემდე იქ ცხოვრობს. უტას 200-ამდ სპექტაკლი და კინო პროექტი აქვს გაფორმებული. 2008 წლიდან უტამ დაიწყო მუშაობა დამოკიდებელ პროექტებზე და ამჟამად მუშაობს როგორც მულტიმედია არტისტი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე და სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ იორკში, ტორონტოში, ბუენოს აირესში, მაიამსა და თბილისში. მომავალი გეგმები მოიცავენ ბერლინსა და პარიზს.
  1. მე ვარ.. უტა ბექაია
  2. ხელოვნება ჩემთვის არის... შვილები
  3. ჩემი შემოქმედება არის... ჩემში გამავალი ენერგიის წყარო 
  4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... “ ზეწრებში გახვეული”  პერფორმანსი ლევან მინდიაშვილთან ერთათ, ბ) მინდოდა მეთქვა... მინდოდა  შემექმნა ინტიმი, რომელიც მხოლოდ ბებიას შეუძლია შექმნას, როცა ქსოვს და თან მშვიდათ მღერის ზამთრის საღამოს, და შენ თავს გრძნობ აბსოლუტურ კომფორტში და ყველაფრისგან დაცული.          
  5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?ლევან მინდიაშვილი, იმის გამო რომ მისი ნამუშევრები თითქოს ერთი ხელის გასმით არის შექმნილი, და არ არის ეგოცენტრული ( რასაც ჩემს თავზე ვერ ვიტყვი) 











ანდრია დოლიძე



1. მე ვარ...
    ანდრია დოლიძე
2. ჩემთვის ხელოვნება არის...
    მუდმივი ძიება, რომელიც ყოველთვის ბადებს კითხვებს.
3.   ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... 
      ბოლო წარდგენა იყო ნამუშევრით "დიალოგი". თბილისში გალერეა  "აკადემია+"
     ბ) მინდოდა მეთქვა... ის რომ ცხოვრება მუდმივი დიალოგია, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან და რომ ჩვენ ეს გვიჭირს
 4. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
         ცუდია მეოთხე კითხვაზე ერთი მხატვარი რომ უნდა გამოვყო :))) ანდრო ვეკუა. შეძლო საკუთარი შემოქმედებითი იმპულსების ასახვა და რეალიზება.




სოფო მაღალაშვილი.


•           მე ვარ..
              სოფო მაღალაშვილი.      
•           ხელოვნება ჩემთვის არის...
                    ყველაფერი.
•           ჩემი შემოქმედება არის...
                   ხატვა.
•           ) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას  იყო….
2012- ბუდაპეშტში ( LauraMeniu bar)  paintings.
2012-  მოსკოვში L&S Gallery
 ) მინდოდა მეთქვა...
    არც არაფერი. რასაც  ხედავენ იმას ხედავენ და იგებენ ან იღებენ  ჩემი ნახატებიდან .
. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ?
 ყველა ადამიანი  მომხიბვლელია თავისებურად.
ტილო, ზეთი 160X100

ტილო, ზეთი 150X100