გიორგი მახარაშვილი




1. მე ვარ..  გიორგი მახარაშვილი -  მხატვარი შემოქმედი, მიყვარს ახალი აზრი, ახალი ხედვა, ყოველივე მნიშვნელოვანის ძიება იქნება ეს  სიტყვაში თუ მოქმედებაში.
2. ხელოვნება ჩემთვის არის:  სამყაროს გამძაფრებულად   აღქმა , ცხოვრების წესი,  აზრის  ერთ ვიზუალურობაში თავმოყრა.
3. ჩემი შემოქმედება არის: მისტიური შინაარსის, მრავალფეროვანი შესრულებისა და   მასალების ძიების მხრივ. შემოქმედებაში ძირითადად ავსახავ : ადამიანს როგორც სახებას,  ფანტომს, რომელშიც  მუდმივად ვითარდება   მისტიური და სულიერი დინამიკა და ყოველი პროცესი, რომელიც ადამიანის თვალს მიღმა მიმდინარეობს.
4. ა) ბოლო გამოფენა/ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო...ბ) მინდოდა მეთქვა... ჩემი ბოლო გამოფენა იყო პერსონალური, გაიმართა 2012 წელს თბილისის თოჯინების მუზეუმში. რადგან ნამუშევრები იყო ერთი შინაარსის მქონე და აგებული ერთ კონცეფციაზე ვიტყვი, რომ ამ ‘’ნამუშევრებით’’  მინდოდა ამესახა ადამიანის შინაგანი პიროვნული ფენების უსწორმასწორობა მძლავრი გადაწყვეტილების მიღების მომენტში და ადამიანის გარდასახვასა და  გარდაქმნის უნარი.
5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე. რატომ? რთულია ამ კითხვაზე  პასუხის გაცემა, რადგან ბევრი საინტერესო და ინდივიდუალური ხედვის მქონე მხატვარი გვყავს ... ვფიქრობ ვახო ბუღაძე ერთ-ერთი მათგანია,  მომწონს მისი შემოქმედება , ნამუშევრების ფერთა გამმა , ვფიქრობ მან შეძლო შემოქმედების იმპულსების მისეულად ასახვა...












http://www.facebook.com/pages/Giorgi-Makharashvili/390783397646937?fref=ts


გიორგი მახარაშვილი დაიბადა 1.03.1988 თბილისში (საქართველო). 2009 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 2011 წლიდან ატარებს ლექციებს ამავე აკადემიაში.



1 comment:

  1. I Love Art Magazine: გიორგი მახარაშვილი >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    I Love Art Magazine: გიორგი მახარაშვილი >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    I Love Art Magazine: გიორგი მახარაშვილი >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ReplyDelete