დავით დეფი გოგიბედაშვილი



დავით დეფი ( David Dephy დავით დეფი გოგიბედაშვილი, დ. 21 ივნისი, 1968, თბილისი, საქართველო) - ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის „სამკაულის“ დამაარსებელი. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორიგინალური წარმომადგენელი. 2012 წლის ევროპის საუკეთესო ნაწარმოების “დასასრულამდე” ავტორი.
დავით დეფი დაიბადა ქალაქ თბილისში 1968 წლის 21 ივნისს. დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია.



...  

1. მე ვარ.. დეფი

2. ხელოვნება ჩემთვის არის... სუპერნოვა.

3. ჩემი შემოქმედება არის... სუპერნოვა.

4. ა) ბოლო ნამუშევარი რომელიც წარვუდგინე საზოგადოებას იყო... საქართველოში? საქართველოში ესაა, რომანი 'სამყაროს ყველა საიდუმლო'. პოეზიის წიგნი 'აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ' და პოეზიის ახალი აუდიო, ორენოვანი პროექტი ჯგუფ სანდასთან ერთად. ატვირთულია საუნდქლაუდზე.  https://soundcloud.com/david-dephy

ბ) მინდოდა მეთქვა... რაც მინდოდა მეთქვა ის ვთქვი იმითი რაც გავაკეთე.

5. ქართველი თანამედროვე ხელოვანი, რომლითაც მოვიხიბლე... ჯგუფი სანდათი.

6. რატომ? ... უნიჭიერესი და საოცარი ჯგუფია.


მე გიშვებ წადი მშვიდობით

ჩემგან თავისუფალი ხარ.
წადი სადაც გინდა.
რაც გინდა ქენი.
მე გიშვებ. წადი მშვიდობით.
გფარავდეს სამყაროს ყველა საიდუმლო
და ყველა კარი გაგეხსნას. წადი.
წელიწადნი და თვეები, დღენი,
მე ნიშნებს მაძლევენ, გადიან წყალნიც.
ცვლიან მიწებს და სიმშვიდე იწყებს,
შენს შთაგონებას, წადი, მე გიშვებ,
გიშვებ სიკეთით და სიყვარულით,
მიყვარხარ, იცი, თავთან გართული
მესაჩუქრები მე ალბათ ცისგან
თუ მიჩუქნია თავისუფლებაც,
უფლება შენთვის დარჩე ის ვინც ხარ,
ღამეც დილისგან განიკურნება,
გადანათდება სხვადასხვა გზებად,
ეს ბოლო წამიც ახლა მიწამებს,
სიზმრიდან გავდივარ თითქოს და ქრება
გამოღვიძების მთელი სიმწარეც.
დეფი 9 დეკემბერი 2011 ... 






12
იასამნისფერ ანგელოზს
ჩემი სრულყოფის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “ უსიყვარულოდ,
სამართლიანობა სისასტიკეა დეფ.”
ლურჯ ანგელოზს
ჩემი თავისუფლების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
გონება ეშმაკობაა დეფ.”
ცისფერ ანგელოზს
ჩემი სიზმრების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ძალაუფლება ძალადობაა დეფ.”
მწვანე ანგელოზს
ჩემი სიმშვიდის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ღირსება ამპარტავნობაა დეფ.”
ყვითელ ანგელოზს
ჩემი რწმენის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმდიდრე ანგარებაა დეფ.”
ნარინჯისფერ ანგელოზს
ჩემი ბავშვობის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
აღზრდა თვალთმაქცობაა დეფ.”
წითელ ანგელოზს
ჩემი სიცოცხლის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
რწმენა ილუზიაა დეფ.”
თეთრ ანგელოზს
ჩემი მეტყველების ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
სიმართლე განქიქებაა დეფ.”
რუხ ანგელოზს
ჩემი სიკვდილის ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
ქება სიყალბეა დეფ.”
შავ ანგელოზს
ჩემი საიდუმლოს ნიშანი დააქვს.
მან მითხრა: “უსიყვარულოდ,
შენ არ გაჩნდებოდი დეფ.”
უფერო ანგელოზს
ჩემი სულის ნიშანი დააქვს.
ის გამჭვირვალეა და მან მითხრა:
“სიყვარულია ერთადერთი,
ვინც გარდაგსახავს,
ფერისცვალებას განგაცდევინებს,
დღეს
და შენ ეს იცი ჩვენზე კარგად
და შენ აქამდე მოხვედი.
დრომ სათვალავი დაკარგა.
ჩვენ ვართ შენს ირგვლივ თორმეტნი.”
დეფი 16 მაისი 2012
 ...
შენთან გაღვიძება დაბადებაა.
შენთან დაძინება მოგზაურობა.
ერთმანეთს მივყვებით ერთმანეთისკენ.
ერთმანეთიდან ვბრუნდებით უკან.


დეფი 31 დეკემბერი 2012



სიახLOVE

შთაბეჭდილებად რამე ახალი
მე დამჭირდება შენთან სიახLove
და თუ შევწყვიტე ფიქრი გნახავდი,
ჩემი სიცოცხლე დღეს სხვას ვათხოვე,

მახსოვს დღეები და ადგილები,
მე ყველა მიყვარს, თუ ვინმე მახსოვს,
თუ ჩემ სიყვარულს დავაკვირდები
აქვე გიპოვნი და აღარასდროს

აღარ ვინანებ რომ აქ ვიცხოვრე,
რადგან სიტყვებიც აზრებს კარგავენ
და სიჩუმეა ალბათ იმ დრომდე,
როცა კი ვხვდები ალბათ კარგად ვერ

ვერ დაგივიწყებ, ისევ მიდის დღე,
მართლაც რომ ბევრნი წავიდნენ უკვე
და მათ შემყურეს არ გაგიკვირდეს
აქ დიდხანს გავძლო, ან გზას გავუყვე

და თუ კი სხვები ჩემს მერე მოვლენ,
ანდა ჩემამდეც უკვე წავიდნენ,
ჩემ სიცოცხლეში ვისაც კი შევხვდი
მე ყველა მიყვარს, ყველა წამითვე.

დეფი 21 აგვისტო 2010


21 რიტუალური კოცნა


ვაკოცე მთას პირდაპირ ცაში
ვაკოცე წვიმას პიდაპირ ცისარტყელაში
ვაკოცე ცეცხლს პირდაპირ ფერფლში
ვაკოცე ზღვას პიდაპირ ნიჟარაში
ტყეს ვაკოცე პირდაპირ ფოთლებში
ვაკოცე ღამეს პირდაპირ ვარსკვლავში
დილას ვაკოცე მისივე ნისლში
ვაკოცე შუადღეს მისივე ჩრდილში
ვაკოცე დროს პიდაპირ წამში
წარსულს ვაკოცე მოგონებებში
ვაკოცე მომავალს წინათგრძნობაში
ვაკოცე აწმყოს პიდაპირ აქ
ვაკოცე სიკვდილს შიგ სიცოცხლეში
სიცოცხლეს ვაკოცე შიგ სიყვარულში
სიყვარულს ვაკოცე შიგ შუაგულში
უსასრულობას პიდაპირ უკვდავებაში
ხუთივე გრძნობას ვაკოცე
ვაკოცე მუსიკას პიდაპირ ბგერაში
სასწაულს შიგ საიდუმლოში
გაკოცე შენც პირდაპირ ჩემში
და პოეზიას, მდუმარებაში სიტყვით
ვაკოცე და სიჩუმეთი. სულით ვაკოცე.

კოცნა ზღაპარს მოასწავებს,
მოცდა მიწევს შენი კოცნის,
ორ ცად მოწყდა მთა ვარსკვლავებს
შემოქმედი, გენიოსი,

სამყაროს ქმნის, შენც მოხვედი
შენ მფარველობ გზებს და ბინებს,
სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ხვედრით,
კოცნაც როცა დაგიპირე

მთის ნისლივით გაგეღიმა,
მთის სურნელიც მინდორშია
და ვიგრძენი სიზმარს მიღმა
შენც, რომ ჩემთვის გიკოცნია.


დეფი 26 ივლისი 2009 



 ბიბლიოგრაფია
2012 - "აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ". პოეზია – გამომცემლობა"წიგნები ვაკეში"
2012 - "დემნა გედევანიშვილი" – რომანი. გამომცემლობა "წიგნებივაკეში"
04/21/2012 – პოეზიის ცოცხალი წარმოდგენა აბასთუმნის ობსერვატორიაში – დაფიონი.
2011 - NEW YORK LEDIG HOUSE AND PEN WORLD VOICE FESTIVAL
2011 – USA - BEST EUROPEAN FICTION 2012 "BEFORE THE END"
2011 – სევდიაპოეზიაგამომცემლობა "წიგნები ვაკეშიIliauni Theatre LIVE dadicated for Japan tragedy."SEVDYA - Let Sakura Live"
2010 – დეფის პოეზიის უპრეცენდენტო ინტერნეტ ლაივისიახLOVE მსოფლიოსთვის. 22/11/10, ხანგრძლივობა 2 საათი,უყურებდა მსოფლიოს 16 ქვეყანა.
2010 – "ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო" – რომანიგამომც. "სიესტა"
2010 – "დნმ სიმფონია" – პოეზიაგაგმომც. "შემეცნება – სერია ცა"
2009–2010 – "დაფიონი Supernova Domine" - პოეზიის აუდიო ალბომი,სიმებიან კვარტეტთან და ელექტრონულ ბენდთან ერთად. "სანო სტუდია"
2009 – "დაიქცა– პოეზია – გამომც. "სიესტა"
2009- "ნათებანი Supernova Domine" - პოეზია – გამომც. "შემეცნება –სერია ცა"
2008 — დემნა გედევანიშვილი”. რომანიგამომც. „შემეცნება — სერიაცა
2008 — იქლექსების კრებულიგამომც. „სიესტა
2007 — აუდიო ალბომი სამკაული — ამიშვი ცამდე
2007 — სამკაული. ლექსების კრებულიგამომც. „შემეცნება
2007 — წინასწარმეტყველი — ხალილ ჯიბრანითარგმანიინგლისურიდანგამომც. „ინტელექტი
2006 — დაცალექსების კრებულიგამომც. „სიესტა
2003 — ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოსრომანიგამომც. „სიესტა
2003 — დილა სასწაულების წინრომანიგამომც. „შემეცნება — სერიაცა
2003 — დეკემბრის თილისმარომანიგამომც. „შემეცნება — სერიაცა
2003 — სიტყვები სიტყვები სიტყვები — დიალოგების ორიგინალურიკრებულიგამომც. „საარი
2003 — ზურმუხტი და საფირონილექსები გამომც. „სიესტა
1994 – მკვდარი დრო” ესსები. გამომცემლობა “ნეკერი”. 





1 comment:

  1. I Love Art Magazine: დავით დეფი გოგიბედაშვილი >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    I Love Art Magazine: დავით დეფი გოგიბედაშვილი >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    I Love Art Magazine: დავით დეფი გოგიბედაშვილი >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ReplyDelete